1.პროექტის სახელწოდება: ,,რეგიონები“
2.პროექტის მთავარი თემა: დასმული
ამოცანისათვის მონაცემების მოგროვება და მათი თვალსააჩინო წარმოდგრნა.
3.პროექტის აქტუალობა: ამ პროექტზე მუშაობისას
ხდება მოსწავლეების მიერ საჭირო ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, კრიტიკული აზროვნების,
პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება. მოსწავლეები შეძლებენ სწორი დასკვნებისა
და გადაწყვეტილებების მიღებას.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ მონაცემების შეგროვების დროს
საჭირო ხერხების გამოყენებას. მოსწავლეები ააგებენ შესაბამის ცხრილებსა და დიაგრამებს.
5.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 15-20 დღე.
7.მოსალოლოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება
შეიქმნას: გამოუმუშავდებათ მონაცემთა შეგროვების, კვლევა-ძიების კომპიუტერთან მონაცემთა
დამუშავების, თეორიული ცოდნის პრაქტიკული უნარი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები,
რვეული, კალამი, კომპიუტერი,
ინტერნეტი,
რუკები,
ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო.
9.პროექტის მსვლელობა:
აქტივობა1. მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად მიზნობრივი გადანაწილებით.
აქტივობა2. შეადგინონ საქართველოს რეგიონების სია.
აქტივობა3. მოიპოვონ მონაცემები თოთოეული რეგიონის ფართობისა
და მოსახლეობისა.
აქტივობა4. მოიპოვებული ინფორმაციით შეადგინონ ცხრილები.
აქტივობა5. უპასუხონ კითხვებს:
1.
რომელი რეგიონია უდიდესი ფართობის მქონე?
2.
რომელი რეგიონია ყველაზე მჭიდოდ დასახლებული?
აქტივობა6. სვეტოვანი დიაგრამის აგება მოსახლეობის რაოდენობის
მიხედვით.
აქტივობა7. პრეზენტაცია.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-თან კავშირი:
გეოგრაფია-გაეცნობიან
და შეისწავლიან საქართველოს რეგიონებს.
ისტ-დაეუფლებიან
კომპიუტერთან მუშაობას, საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას.
ხელოვნება-
დახატავენ და გააკეთებენ ფერადი ქაღალდებით საქართველოს რეგიონების რუკას.
მათ.VII.14.
მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი
მონაცემების მოპოვება.
მათ.VII.15.
მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა
დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
11.პროექტის
ხელმძღვანელი:
დ. წულაძე.
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dariko.baileti@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий